28 აპრილი 2024,   01:29
ვრცლად
რუსეთში ავტობუსი აფეთქდა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

1 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა ავტობუსის აფეთქების შედეგად რუსეთში. შემთხვევის დროს ავტობუსში 35 მგზავრი იმყოფებოდა.

დაშავებულთაგან ყველაზე რთულ მდგომარეობაში ორი გოგო იმყოფებოდა. ერთ-ერთი შემთხვევისას სკამებს შორის გაიჭედა, მეორეს კი აფეთქების შედეგად კიდურები მოწყდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტობუსში გაზის მოწყობილობა კუსტარულად იყო დამონტაჟებული, თუმცა ეს ვერსია ოფიციალუად არ დასტურდება. 

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსმა ტექდათვალიერება 6 აგვისტოს გაიარა და მასში გაზის მოწყობილობა არ იყო.

ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების 8 ბრიგადა იყო მობილიზებული.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები