სენაკის მუნიციპალიტეტის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესი ამჯერად თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, ადგილობრივ მოსახლეობას, ამბულატორიაშივე რეგისტრაციის საფუძველზე შეუძლია. საექიმო ამბულატორიები იმუნიზაციისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებენ. თეკლათის ამბულატორიაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.