24 აპრილი 2024,   06:42
ვრცლად
ავღანეთში საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ გამოყვანაზე მუშაობს

ავღანეთში, რომლის დედაქალაქი ქაბული თალიბანის ალყაშია, საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის საევაკუაციო რეისი უახლოეს მომავალში განხორციელდება.

უწყების ცნობით, მოქალაქეები თავად დაუკავშირდნენ უწყებას.

"სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. 

კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას," - აცხადებენ უწყებაში. 

დღის ამბები