20 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
"არც ერთი ადგილი აღარ არის კლინიკაში, ველოდებით ვინმე გაეწეროს, რომ მძიმე პაციენტი შემოვიყვანოთ" - რა ხდება ინფექციურ საავადმყოფოში 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კუთხით მძიმე მდგომარეობაა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში არც ერთი თავისუფალი ადგილი არ არის.

"მდგომარეობა მძიმეა, ყველა ადგილი გადატვირთულია საავადმყოფოში. მოგეხსენებათ, დღეში საშუალოდ 6 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, რისი აწევაც ჰოსპიტალურ სექტორს ძალიან გაუჭირდება. ამ დილისთვის, არც ერთი ადგილი არ არის კლინიკაში. ველოდებით, თუ ვინმე გაეწერება რომ მძიმე პაციენტი შემოვიყვანოთ," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი, ეკა ჭოლაძე მოსახლეობას წესების დაცვისკენ დ ჯანდაცვის სისტემის ხელშეწყობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

დღის ამბები