20 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
წყალტუბოში 80 წლის ქალი ამორტიზირებული კიბიდან გადავარდა და სარდაფში ჩავარდა

წყალტუბოში , სანატორიუმ "თბილისში" 80 წლის ქალი ამორტიზირებული კიბიდან გადავარდა და სარდაფში ჩავარდა.

მაჭარაშვილი ნაზიკო სასწრაფო დახმარების მანქანით ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მას მოტეხილობები აქვს.

სანატორიუმ "თბილისის" მობინადრეების განცხადებით, შენობა 20 წელია ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა დევნილების გაყვანა სანატორიუმიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ბინები საცხოვრებლად უვარგისია. 

დღის ამბები