დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერის“ ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00 საათამდე;
ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკით“, „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00 საათამდე შესვენების გარეშე;
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკით“, „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე შესვენების გარეშე;
"ექსპრეს მედიქალ სერვისი" თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ასტრაზენეკათი“, „ფაიზერით“, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30 საათამდე;
სავაჭრო ცენტრი "ლილო მოლი" (კახეთის გზატკეცილი 112) – ვაქცინაცია შესაძლებელია „სინოფარმის“ ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00 საათამდე, შესვენება 13:00-14:00 სთ.
მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: "ფაიზერის" ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) – ვაქცინაცია შესაძლებელია: "ფაიზერით", "სინოვაკითა" და "სინოფარმით". ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00 საათამდე, შესვენების გარეშე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.