20 აპრილი 2024,   15:27
ვრცლად
რა უნარებს ფლობს რობოტი "ატლასი", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და ადამიანთან მაქსიმალურას მიმსგავსებულია

რობოტი "ატლასი", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და ადამიანთან მიმსგავსებულია. მას ზუსტი მოძრაობების ასევე გიმნასტიკური მანევრების შესრულება შეუძლია. ატლასი ჯერ ტესტირებას გადის, ის აუდიტორიას უკვე გააცნეს.

რობოტი საკმაოდ სწრაფია და წონასწორობის კარგი უნარით გამოირჩევა, შეუძლია სხვადასხვა სიმძიმის ნივთების გადაზიდვა, რთულ რელიეფზე ადვილად გადაადგილდება. ის სივრცეს იდეალურად აღიქვამს, რის გამოც არც დაბრკოლებების გადალახვა, ხტომა და კიბეზე ასვლა უჭირს. "ატლასი" ცეკვავს კიდეც.

"ატლასმა" პარკურიც ისწავლა. მისი ნაბიჯები დაახლოებით 40 სანტიმეტრის სიგრძისაა. რობოტი 75 კილოგრამს იწონის და მას 28 მექანიკური სახსარი აქვს, რომელთა მოძრაობაში მოსაყვანადაც ის ჰიდრავლიკას იყენებს.

კომპანიას ამჟამად ცხრა სხვადასხვა ტიპის რობოტი აქვს შექმნილი, "ატლასი" მათგან ერთ-ერთია და ყველაზე სრულყოფილი. კომპანიის მესვეურები იმედოვნებენ, რომ "ატლასი" კიდევ უფრო დაიხვეწება და უახლოეს პერიოდში ის ბევრ ადამიანურ უნარჩვევებს შეიძენს.

დღის ამბები