იძულებით გადაადგილებული პირების იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, კოდის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა.
დევნილებს შესაძლებლობა ჰქონდათ აცრა, ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაეტარებინათ.
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მობილური ამბულატორიები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც განთავსდება.