20 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
მდინარე რიონში 9 წლის ბიჭს ისევ ეძებენ - ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, მდინარე რიონში გაუჩინარებული 9 წლის ბიჭის ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. დაკარგული ბიჭის ოჯახის წევრები და ახლობლები მიიჩნევენ, რომ ამჟამად არსებული რესურსი საკმარისი არ არის და საჭიროა მყვინთავებისა და სპეცტექნიკის დამატება.

შეგახსენებთ, რომ მდინარე რიონში 9 წლის ბიჭს უკვე მეორე დღეა ეძებენ. მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარეში გუშინ დღის საათებში ჩავიდა, თუმცა, წყლის სიღრმიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხა.

ადგილზე მყოფმა მეთევზეებმა სამი ბავშვის წყლიდან ამოყვანა მოახერხეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები