ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ჩემპიონმა საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
დღესვე ვაქინაციის პროცესში ჩაერთო ასევე ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ვაქცინაციის პროცესი 19 მარტს დაიწყო. ადგილზე 12 კაბინეტი ფუნქციონირებს, სადაც აცრა როგორც წინასწარ ჩაწერით, ისე ცოცხალი რიგისა და ყველა ვაქცინით არის შესაძლებელი. დღემდე ცენტრში 20 000 პირის ვაქცინაცია მოხდა.