08 მაისი 2024,   05:24
ვრცლად
თბილისში ახალი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქავთარაძის ქუჩაზე განთავსებულ საველე ჰოსპიტალში 200-მდე საწოლია მობილიზებული და სრულად უზრუნველყოფილია ჟანგბადით.

"ახლა ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს კახეთის რეგიონში ჰოსპიტალური სექტორი იმ დატვირთვის მიღებას, რაც ეპიდკვლევიდან გამომდინარე მოსალოდნელი არის. საჭიროების შემთხვევაში, კახეთში განვიხილავთ დროებითი დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ", – განაცხადა ტიკარაძემ, რომელიც ამჟამად კახეთში, წინანდალში კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. 

დღის ამბები