24 აპრილი 2024,   06:14
ვრცლად
ფოლადაანთკარში მომხდარ მკვლელობაზე ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკველელობისა და სხვისი ნივთის განზრახ განადგურებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.

"2020 წლის 21 დეკემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულს და ერთ პირს შორის მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც გაშველების მიზნით, ამ უკანასკნელის დისშვილი ჩაერთო. ბრალდებულმა ორივე პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ მოკვლით დაემუქრა. დაზარალებული მოპედით შეეცადა შემთხვევის ადგილიდან გაქცეულიყო და ბრალდებულისთვის თავი აერიდებინა, თუმცა ბრალდებულმა მაღალი სიჩქარით დაძრა ავტომობილი, დაედევნა დაზარალებულს და შურისძიებისა და მოკვლის მოტივით, მაღალი სიჩქარით დააჯახა მათ ავტომობილი. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული კი მიიმალა,"- აცხადებს პროკურორი მარიკა გოგოხია.

ბრალდებულს სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

დღის ამბები