20 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
შემთხვევების კლების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, პიკი ჯერ არ მიგვიღწევია - ეპიდემიოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

იმის ფონზე, რომ ეპიდვითარება ჯერჯერობით ქვეყანაში სტაბილურად მძიმეა, მზარდია ინფიცირებულთა რიცხვი და ასევე გარდაცვლილთა რაოდენობაც, ამასთან, ქვეყანაში 2 აქტიური საველე ჰოსპიტალი მოქმედებს, პარალელურად უწყებათაშორის საბჭო მორიგი რეგულაციების დამატებაზე მსჯელობს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი და ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში პიკი ჯერ არ დამდგარა, შესაბამისად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფიცრების შემთხვევების კლებას არ უნდა ველოდოთ.

"პრაქტიკულად ე.წ. პიკი ალბათ არ მიგვიღწევია და ამისი მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში შემთხვევები მნიშვნელოვან კლებას დაიწყებს სამწუხაროდ ჯერ არ უნდა გვქონდეს, რამდენიმე კვირის განმავლობაში მაინც ალბათ ვერ გვექნება იმიტომ, რომ შემთხვევების მატება არის მუდმივი, სტაბილურად მაღალი ციფრები ფიქსირდება და თუ დაიწყებს შემთხვევები კლებას, დღეს აღნიშნული რეგულაციების ფონზე ეს იქნება ძალიან ნელი ტემპით.

მოსახლეობის 60%-ზე მეტი უნდა იყოს აცრილი, რომ მნიშვნელოვანი იმუნიტეტი მოგვცეს ამან და ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის დახმარებით ჩვენ შევძლოთ ინფექციური ჯაჭვების მასიური გაწყვეტა," - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

დღის ამბები