20 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლი მიუხედავად, კენჭისყრის გადადების ან შეჩერების აუცილებლობა არ არსებობს - გიორგი კალანდარიშვილი

როგორ გეგმავს რთული ეპიდვითარების ფონზე ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას - "კურიერის"კითხვებს ცესკოს თავმჯდომარემ უპასუხა. გიორგი კალანდარაშვილის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის 63 ათას წევს, ვაქცინაციის რეკომენდაციით მიმართავს. კალანდარიშვილი ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც საარჩევნო უბანზე წარმომადგენლობა ეყოლება, კენჭისყრის დღეს, ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად უზრუნველყონ მათი ვაქცინაცია.

გიორგი კალანდარიშვილმა "კურიერის" ეთერში ცესკოს გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებაც ისაუბრა. უწყების თავმჯდომარის განმარტებით, იზოლაციაში მყოფ პირებს, ცხელ ხაზზე, შესაბამისი შეტყობინების დაფიქსირების შემთხვევაში, ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ გადასატანი საარჩევნო სერვისით. 

ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ყოველკვირეული ტესტირება დაიწყება, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, საუბნო კომისიის წევრების გადამზადება ტესტირების გარეშე არ მოხდება.

რაც შეეხება მძიმე ეპიდვითარების გამო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლო გადადების თარიღს, რაზეც ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და სახალხო დამცველი ღიად საუბრობს, ცესკოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ არჩევნები ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება და ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, კენჭისყრის გადადების ან შეჩერების აუცილებლობა არ არსებობს. 

დღის ამბები