07 მაისი 2024,   16:50
ვრცლად
ისრაელის მთავრობამ საქართველო "წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან "ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა

ისრაელმა საქართველო "წითელი ზონის" ქვეყნების სიიდან ამოიღო. შესაბამის ინფორმაციას საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო "წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან "ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). ეს გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1-ლი სექტემბრიდან," - წერს რან გიდორი.

დღის ამბები