06 სექტემბერი 2026,   18:32
ვრცლად
სოცქსელის პირად გვერდზე განხორციელბული კიბერშეტევის გამო ანა დოლიძე გენ-პროკურატურას მიმართავს

პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ გენერალურ პროკურორს მიმართა და მის სოციალურ ქსელზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო გამოძიების დაწყება მოითხოვა.

პოლიტიკოსის თქმით, მის პირად ფეიბუკ-გვერდზე რამდენჯერმე განხორციელდა კიბერშეტევა.

"ვაპირებ, დღეს კიდევ ერთხელ მოვთხოვო ამ ორგანოს, რომ დაიცვას, ჩემი როგორც მოქალაქის პირადი ცხოვრება და უფლებები. უზრუნველყოს თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემო ამ ქვეყანაში იმითი, რომ გამოიძიოს ეს კიბერშეტევა,"- აცხადებს პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი.

დღის ამბები