16 აპრილი 2024,   21:20
ვრცლად
ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ პანკისში დაკავებული ახალგაზრდები საჯარო სივრცეში "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკით გადაადგილდებიან

სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში, ჩანს, რომ პანკისში დაკავებული ახალგაზრდები საჯარო სივრცეში "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკით გადაადგილდებიან.

"ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია - "ისლამური სახელმწიფოს" ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს,"- აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

​სუს-ი ასევე ავრცელებს ფარულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ ბრალდებულების საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, იგეგმებოდა კორპუსის აფეთქება გაზის გაშვების გზით, თუმცა ჩანაწერში კონკრეტული ქვეყანა, ან დანაშაულის სავარაუდო ადგილი არ არის დაკონკრეტებული.

დღის ამბები