პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფოთის სანაპირო დაცვის ბაზასთან მცხოვრებ დევნილებს მათი პრობლემის უმოკლეს ვადაში გადაჭრას დაჰპირდა.
აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქეებმა, რომლებიც ფოთის სანაპირო დაცვის ბაზასთან ცხოვრობენ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ სანაპირო დაცვის ბაზასთან ახლოს ცხოვრება ჯანმრთელობისთვის მიზანშეწონილი არ არის და სურთ, რომ სახელმწიფომ ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოს.