"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას განცხადებით, ყველა სოფლისთვის პირველადი კომუნალური ინფრასტრუქტურა მოგვარდება. ამის შესახებ მერობის კანდიდატმა სოფელ ჩხორიაში მოსახლეობასთან ე. წ. კარდაკარის პრინციპით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მერობის კანდიდატი ადგილობრივებთან არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმით ჩავიდა და მოსახლეობისგან დამატებით საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა.
მამუკა წოწერიასთან ერთად ინდივიდუალურ შეხვედრებზე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ფიფია იმყოფებოდნენ.