17 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
COVID-19-ის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზების გაკეთება ისრაელმა უკვე დაიწყო

ხელახალი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს ევროკავშირი შეერთებული შტატებიდან ჩასული ვიზიტორებისთვის. შტატებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, ჰოსპიტალებში განსაკუთრებით გაზრდილია ახალგაზრდა პაციენტების რიცხვი.

ისრაელმა კი "კოვიდ-19-ის" საწინააღმდეგო ბუსტერ დოზების გაკეთება უკვე დაიწყო. მთავრობის გადაწყვეტილებით, მესამე დოზა 12 წელს გადაცილებული ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სინოფარმით აცრილებს კი, რომლებმაც ვაქცინა 6 თვით ადრე გაიკეთეს, არაბთა გაერთიანებული საამიროები 20 სექტემბრამდე ბუსტერ დოზით აცრისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები