20 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
დაიწყება თუ არა სასწავლო პროცესი - საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ მასწავლებელთა 80 %  სკოლებში უნდა იყოს აცრილი 

დაიწყება თუ არა სწავლა სასკოლო ოთახებში? - ეს კვლავ უცნობია, სასწავლო პროცესის დაწყებამდე კი 2 კვირა რჩება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველა სკოლა ღია და კორონავირუსისგან უსაფრთხო უნდა იყოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელი ზომები მოიცავს მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვას ვაქცინაციის პროცესში. ამის გარდა, უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს.

ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით.

"ინტენსიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია მასწავლებლების, არის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომ მასწავლებელთა 80 პროცენტი უნდა იყოს სკოლებში აცრილი და შესაბამისად, განათლების სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ ვაქცინაციის პროცესი წავიდეს წარმატებით.

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია საკოორდინაციო საბჭოს, იცით, რომ ხვალ გვაქვს საკოორდინაციო საბჭო და ამაზეც გვექნება მსჯელობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ ეს არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ეპიდემიოლოგიები მოგვცემენ, მათ შორის ბაღებზე," - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები