16 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
კახა კალაძემ კაიროს დასახლების მოსახლეობას სამომავლო პროექტები გააცნო 

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. კახა კალაძე საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ რევაზ სოხაძესთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და მომდევნო 4 წლის მანძილზე განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

კალაძე კაიროს დასახლების მცხოვრებლებს სკვერის რეაბილიტაციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის მოგვარებასაც დაჰპირდა.

"გარდა ჩემი მხარდაჭერისა, მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ მაქსიმალური თანადგომა იყოს იმისა, რომ ჩვენ საკრებულოში გავიმარჯვოთ ძალიან დიდი უპირატესობით, რომ შევძლოთ ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც დაანონსებული გვაქვს. სამგორს ძალიან კარგი კანდიდატი რეზო სოხაძის სახით და მინდა მას წარმატება ვუსურვო," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები