31 აგვისტო 2026,   04:16
ვრცლად
როდესაც ვსაუბრობთ რეგიონის განვითარებაზე, ძლიერ საქართველოზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა - კახა კუჭავა

"ქართულმა ოცნებამ" ხარაგაულში მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარადგინა. მუნიციპალიტეტში პრემიერ-მინისტრთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეც იმყოფებოდა.

კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ რეგიონის გაძლიერებისთვის აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა.

"როდესაც ვსაუბრობთ რეგიონის განვითარებაზე, ძლიერ საქართველოზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა. თვითმმართველობა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას არ დავკმაყოფილდეთ მიღწეულით.

პრემიერმა ისაუბრა, ძალიან ბევრი პროექტია განხორციელებული ამ მუნიციპალიტეტში, თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა კიდევ უფრო დიდი ტემპი და ჩვენ ამას ნამდვილად მივაღწევთ.

ჩემთვის განსაკუთრებული სიხარულია წარმოვადგინო კობა ლურსმანაშვილი თქვენ წინაშე კანდიდატად. ადამიანი, რომელთან ერთადაც მე მე-9 მოწვევის პარლამენტში 4 წელი ვიმუშავე, თუმცა 3 წელი ჩვენ ერთ კომიტეტში ვმუშაობდით.

ყოველთვის ვეხუმრებოდი კობას, ყოველთვის, თუ რამე საკითხი იყო, ხარაგაულისკენ მიჰქონდა ისრები. აუცილებლად ახსენებდა ხარაგაულს და ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა ამ მუნიციპალიტეტის ინტერესები," - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები