16 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ჭიათურის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძის კანდიდატურა წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" ჭიათურის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძის წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მათ შეცდომების აღიარების არ ერიდებათ.

"რომელი ადამიანი ან რომელი მმართველი გინახავთ უშეცდომო? ყველას მოგვდის შეცდომა, მეც, ყველას აბსოლუტურად. დაწყებული რიგითი სპეციალისტით და დამთავრებული პრემიერის ჩათვლით, თუ პირიქით, მაგრამ ჩვენ გვესმის მთავარი, რომ ამ შეცდომებს სჭირდება გააზრება, ბოდიშის მოხდაც.

სწორედ თქვენი დახმარებით, გვერდში დგომით ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ ისტორიულ არჩევნებში და მას შემდეგ 7 არჩევნებში ღირსეულად ვიმარჯვებთ. ასევე, მე-8 არჩევნებშიც, ახლა, აუცილებლად გავიმარჯვებთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ ხალხი ხედავს - "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ აქვს. არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იდეალურები და უშეცდომონი. რომელი ადამიანი ან რომელი მმართველი გინახავთ უშეცდომო? ყველას მოგვდის შეცდომა, მეც, ყველას აბსოლუტურად, დაწყებული რიგითი სპეციალისტით და დამთავრებული პრემიერის ჩათვლით, თუ პირიქით, მაგრამ ჩვენ გვესმის მთავარი, რომ ამ შეცდომებს სჭირდება გააზრება, ბოდიშის მოხდაც და წინსვლის გაგრძელება. ჩვენ არ გვერიდება, არ გვრცხვენია არც შეცდომების აღიარების, არც ბოდიშის მოხდის და ამის გამოსწორების გზაც და უნარიც გაგვაჩნია.

მოდი ვთქვათ, ვინ არის დღეს ოპოზიცია - სამწუხაროდ, ისევ არის ერთადერთი დესტრუქციული, რადიკალური ძალა "ნაციონალური მოძრაობის" სახით მისი ბელადის, სააკაშვილის მეთაურობით. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი იმ გვარებს, თუ ვინ სთავაზობს მოსახლეობას მეორე არჩევანს, პირდაპირ ვთქვათ, რას სთავაზობენ ჩვენი ოპონენტები ჩვენს მოსახლეობას. ვინმეს უნახავს მათი მხრიდან რამე გამოსავლის გზები შემოთავაზებული, ან კონკრეტული ხედვა, გეგმა, პროგრამა?! ნული, არავითარი. მათი მხრიდან რვა წლის განმავლობაში ისმის მხოლოდ ძალადობა, ზიზღი, შუღლი, ერთმანეთის დაპირისპირება და მთელი ეს პროპაგანდა, ცილისწამება, რომელიც უწყვეტად მოედინება მათი ბაგეებიდან და მათი ტელევიზიებიდან," - განაცხადა ირაკლი ღაიბაშვილმა.

 

დღის ამბები