20 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავში, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა და მოსახლეობას პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ქალაქის მასშტაბით, ამ ეტაპზე, ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს, სადაც, დღის განმავლობაში, 600-მდე აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. აღნიშნულ სივრცეებს უახლოეს დღეებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, N4 საჯარო სკოლის ბაზაზე, ახალი ამცრელი პუნქტი დაემატება, რომელიც, დღიურად, 450-მდე ადამიანს მოემსახურება.

რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონს - მასობრივი ვაქცინაცია ყველა არსებულ ლოკაციაზე შეუფერხებლად მიმდინარეობს. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით Sinopharm-ი, Sinovac-ი, AstraZeneca და Pfizer-ით კეთდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირი ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ადგილის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 14 43.

დღის ამბები