"არა ძალადობას", "არა ჩადებას" - ამ სახელწოდების აქცია იმართება ოზურგეთის ჭადრების ბაღში. გამაფრთხილებელ აქციას ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული გიორგი გოგოტიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავენ.
მათი თქმით, 21 წლის გიორგი გოგოტიშვილის 17 აბი ნარკოტიკული ნივთიერება "სუბოტექსი" ჩაუდეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ კურორტ ბახმაროში მოხდა, მაშინ როდესაც იგი კოვიდ ტესტის რიგში იდგა.
ახლობლების განცხადებით, უცნობმა პირებმა იგი ავტომობილით ისე გაიტაცეს, რომ ფაქტი თანმხლებ პირებს არ დაუფიქსირებიათ. რამდენიმე საათი შემდეგ შეიტყვეს, რომ ის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გოგოტიშვილი უდანაშაულოა და მის გათავისუფლებას ითხოვენ.