20 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კოვიდპაციენტი გადაჰყავდა, ამოყირავდა

თბილისში სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელსაც კოვიდპაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ამოყირავდა, მას ჰონდას მარკის ჯიპი შეეჯახა. 

დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის პაციენტი, რომელიც ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მას შესაბამისი კვლევები უტარდება.  

დღის ამბები