ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება, რამაც ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემსუბუქება გამოიწვია, თუმცა მისივე თქმით, შემცირებულია ვაქცინის პირველად დოზებზე რეგისტრაციის მაჩვენებელიც, რაც საყურადღებოა.
მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"დღეს გვაქვს 2571 შემთხვევა. მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე გამოჯანმთელებულების რაოდენობა უსწრებს ინფიცირებულების რაოდენობას და ჯამური რაოდენობა დღეს ინფიცირებულების გვაქვს 35 000. მნიშვნელოვნად არის შემსუბუქებული ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებს და გააქტიურებული არის ვაქცინაციის პროცესი. არაერთხელ აღნიშნა ბატონმა ამირანმა, რომ პირველად დოზებზე იკლებს რეგისტრაცია და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვაქცინა გვიცავს და მნიშვნელოვანია მის პროცესში მეტად უფრო ჩართვა მოხდეს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.