26 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
იცნობდა, თუ არა შანაი ბრუკს მის მკვლელობაში ბრალდებული - რას აცხადებს რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. მისმა ადვოკატმა დაკავებული გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, მას საქმის მასალები დღეს გადაეცემა.

"შევხვდი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, მოვისმინე მისი პოზიციები. რაც შეეხება ოფიციალურ ბრალს, ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ მისთვის. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, ასე რომ მესამე პირები მონაწილეობდნენ თუ არა, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. სიღრმისეულ დეტალებზე ვერ გესაუბრებით. რაც შეეხება კითხვას, ის იცნობდა თუ არა, აცხადებს რომ მას არ იცნობდა," - განაცხადა ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დააკავა. შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

დღის ამბები