პედიატრმა თეიმურაზ მიქელაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ დღეს, პანდემიის დროს, შეიძლება კორონავირუსული ინფექცია ბავშვებისთვის ისეთი დამაზიანებელი არ იყოს, როგორიც კარჩაკეტილობა, ონლაინსწავლება და მათი ასოციალიზაცია.
"კორონავირუსული ინფექცია შეიძლება ისეთი დამაზიანებელი არ იყოს, როგორიც კარჩაკეტილობა, ონლაინსწავლება და მათი ასოციალიზაცია.
შესაბამისად, ჩვენ ყველა, პირველ რიგში, ექიმები, მასწავლებლები, ბებიები, ბაბუები და ზოგადად 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა უნდა იყოს მაქსიმალურად იმუნიზირებული, რადგან ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა დროულად დაიწყონ სწავლა,"- განაცხადა თეიმურაზ მიქელაძემ.