საქართველომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან, საჩუქარად Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.
ტვირთი ქვეყანაში გასულ ღამეს შემოვიდა. Sinopharm-ით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება.
ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული Sinopharm-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა.