20 ნოემბერი 2024,   05:13
ვრცლად
სექტემბერი და ოქტომბერი კრიტიკული თვეებია და გვინდა, რომ ვაქცინაციის დღიურმა მაჩვენებელმა 35 ათასს მიაღწიოს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის ის ტემპი, რომელიც ამჟამად ქვეყანაში არის, საკმარისია იმისთვის, რომ წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს აცრილი.

თუმცა, მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის და უმჯობესია, თუ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 30-35 ათასს მიაღწევს. 

"თუ ჩვენ ამ ტემპით წავედით, საშუალოდ დღეში 23-24 ათასი, ჩვენ წლის ბოლოსთვის თავისუფლად შევასრულებთ იმ ჩვენს სამიზნეს, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ მეტი გვინდა. თუ სექტემბერ-ოქტომბერში დავიჭერთ ამ მაჩვენებელს, 24 ათას დღიურს, ოქტომბრის ბოლოსთვის სერიოზულად შევაკავებთ, ანუ, ცივ სეზონს შევხვდებით სერიოზული იმუნიტეტით.

სექტემბერი და ოქტომბერი კრიტიკული თვეებია ჩვენთვის და გვინდა, რომ მეტი იყოს ვაქცინაციის მაჩვენებელი - 30, 35 ათასი ეს იქნებოდა ძალიან კარგი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამას ვერ ვახერხებთ,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები