20 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
როცა ტრანსპორტი ამუშავდება, განსაკუთრებით უნდა ვიფრთხილოთ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმისთვის, რომ ეპიდსიტუაციის პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდეს, აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ ტრანსპორტით გადაადგილების წესები დაიცვას.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეპიდსიტუაციის გაუარესების მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, ამიტომ, არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია. 

"ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ. ამიტომ, განსაკუთრებით ხვალიდან, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, განსაკუთრებით უნდა ვიფრთხილოთ, ტრანსპორტით გადაადგილების ყველა წესი თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას. ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი, ანუ, დისტანცია მაქსიმალურად გვქონდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი კვირების განმავლობაში, რადგან, მოგეხსენებათ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების. ახლა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების დაღმავალ ფერდზე ვართ და უნდა ვეცადოთ, რომ ეს წესები დავიცვათ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები