26 აპრილი 2024,   21:55
ვრცლად
ტერორიზმი, მძევლების აყვანა და გამოსასყიდის მოთხოვნა - ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ყვარლის "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ  იმსჯელა. დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

მოსამართლემ ბრალდებული შალვა მელიქიშვილი პატიმრობაში დატოვა. იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება, ტერორისტული თავდასხმა და მძევლების აყვანა - ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 49 წლის მამაკაცს, რომელიც ერთ-ერთი რესტორნის მზარეული იყო, 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმე არსებით განხილვაზე გადადის. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 2 ნოემბერს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები