04 სექტემბერი 2026,   03:56
ვრცლად
დათუნა სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული დეკანოზის შვილის ადვოკატი გამამართლებელი განაჩენს ელოდება - რა ხდება საქალაქო სასამართლოში

გრძელდება დათუნა სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი. სხდომაზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ბრალდების ოთხ მოწმეს ჰკითხავენ.

არსებული ინფორმაციით, ოთხივე ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილე და უშუალო თვითმხილველია.

"დღეს დაიკითხება 4 ბიჭი, რომლებიც უშუალოდ იყვენენ შემთხვევის ადგილზე. ისინი მოგვაწვდიან გარკვეულ ინფორმაციას და ნელ-ნელა ამ მოწმეების გამოკითხვით, დავადგენთ ზუსტ სურათს, რა იყო და რა მოხდა. გამომდინარე იქიდან, რომ ვიცნობთ სისიხლის სამართლის საქმის მასალებს, მტკიცებულებებს ვერ ვხედავთ და გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გვაქს,"აცხადებს ადვოკატი დავით დადიანი.

ცნობისთვის, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი მკვლელობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ დააკავეს.

დღის ამბები