დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აცრების გაინტენსივებისკენ მოუწოდებს.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლო რამდენიმე დღეა შეინიშნება ტენდენცია, რომ ვაქცინაციის პირველ დოზაზე რეგისტრაცია შემცირდა.
"კვირას ეს მაჩვენებელი ვარდება-ხოლმე, შაბათსაც ნაკლები იყო და დღესაც ჯავშანი 21 000-ის ფარგლებშია. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აცრების მაჩვენენელი გავზარდოთ. აცრების გაზრდა და რეგულაციების დაცვა, მოგვცემს საშუალებას, რომ თანდათანობით დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, რომ ჩვენ სერიოზული იმუნური ფენით შევხვდეთ ცივ სეზონს. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას," - განაცხადა გამყრელიძემ.