23 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
3 მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გაწერეს 3 მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რა გზითაც მათსავე კომპანიას შეუქმნეს ჯამში ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები