პარტია "ლელო" სასწავლო პროცესის ჩავარდნის შესახებ საუბრობს. მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ სასწავლო წლის დისტანციურად დაწყება ქართული ოცნების მმართველობისა და კრიზის მენეჯმენტის ბრალია.
"ლელო"ს ლიდერების განცხადებით, ორი წლის მანძილზეც ხელისუფლებამ ბავშვებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემო შეექმნა ვერ მოახერხა.
"ქართულმა ოცნებამ" მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ძალიან ცუდი გადაწყვეტილებები მიიღო პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, ისედაც ჩააგდო პანდემიის მართვის პროცესი, საერთოდ დაივიწყა ბავშვების და მშობლების ინტერესები პანდემიასთან და განათლებასთან მიმართებაში, რაც არის ამ ქვეყნის ნამდვილად დიდი ტრაგედია," - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.
"ქართულმა ოცნებამ" დაივიწყა ბავშვების და მშობლების ინტერესები პანდემიასთან და განათლებასთან მიმართებაში - ანა ბიბილაშვილი