16 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
გვაქვს ამბიციური გეგმები ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარების მიმართულებით - პრემიერ-მინისტრი

"ქართული ოცნება" კანდიდატებს ამჯერად შიდა ქართლში წარადგენს. ცოტა ხნის წინ დასრულდა ამომრჩეველთან შეხვედრა გორში, სადაც მერობის კანდიდატი, ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი წარადგინეს.

"ყველამ ერთად ბევრი არჩევნები გამოვიარეთ და გავიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად. ახლა ვემზადებით მორიგი გამარჯვებისთვის და 2 ოქტომბერს, ჩვენ კიდევ ერთხელ ძლიერად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა დღეს ქვეყანაში არ ჰყავს. ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგული ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის. ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიის განხორციელებას, რომ არცერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი და თანაბრად შეეტყოს განვითარება ყველა რეგიონს და მუნიციპალიტეტს.

გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარების მიმართულებით, რომ ეტაპობრივად გარდაცქმნათ ყველა მუნიციპალიტეტი ევროპული სტილის თანამედროვე ქალაქებად,"- მიმართა გორში მხარდამჭერებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღის ამბები