26 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
"თალიბანის" ლიდერებს შორის დაპირისპირება მოხდა

"თალიბანის" ლიდერებს შორის დაპირისპირება მოხდა. კამათი "თალიბანის" თანადამფუძნებელ ბარადარსა და კაბინეტის სხვა წევრებს შორის პრეზიდენტის სასახლეში მოხდა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, "თალიბანის" თანადამფუძნებელმა და ლტოლვილთა მინისტრმა იკამათეს, რასაც მათ მხარდამჭერებში დაპირისპირება მოყვა.

კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბანის ვიცე-პრემიერმა მთავრობის სტრუქტურების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. უთანხმოების ერთ-ერთ საგანს ის საკითხი წარმოადგენდა, თუ რა გზით მოიპოვა "თალიბანმა" გამარჯვება - ბრძოლით თუ დიპლომატიით.

დღის ამბები