19 აპრილი 2024,   03:57
ვრცლად
რა ჩანს სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში, რომელმაც ვერაზე 22 წლის ახალგაზრდა ბიჭზე თავდასხმის ფაქტი გადაიღო

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას საქმეზე, გამოძიებამ უკვე ამოიღო მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც დეტალურად ჩანს თუ რა მოხდა გუშინ ანჯაფარიძის ქუჩაზე. ვიდეოკადრებში ჩანს თუ როგორ ელოდება თავდამსხმელი ობიექტს, როგორ ხსნის ცეცხლს და რა მიმართულებით ტოვებს გასროლის შემდეგ ტერიტორიას. 

როგორც ცნობილია, სამართალდამცველებს, თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ, თუმცა მისი დაკავების შესახებ, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. 

რას უკავშირდება ვერაზე მომხდარი მკვლელობა- ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

22 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, დღეს დილით გარდაიცვალა.

ნიკა კვარაცხელიას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, მისი სიცოცხლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები