ხანძარი მარტვილში - ცეცხლი სოფელ ტალერში, ხის გადამამუშავებელ საამქროში გაჩნდა. დამწვარია 6 000 კვადრატული მეტრი ფართობი.
არიან დაშავებულებიც. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.