18 აპრილი 2024,   10:29
ვრცლად
ნუ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს, ნუ დავმშვიდდებით, რომ კოვიდს მოვერიეთ - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს 

იმის მიუხედავად, რომ ინფიცირების მაჩვენებელი 2 000-ს ჩამოსცდა, ქვეყანაში კვლავ მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა - ბოლო დღე-ღამეში ინფექციას კიდევ 52 პაციენტი ემსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის 2000 შემთხვევა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. 

"ნუ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს, ნუ დავმშვიდდებით, რომ კოვიდს მოვერიეთ. პირბადე ყველაზე კარგად იცავს. გვაქვს ძალიან დაბალი მაჩვენებელი 47% პირბადის ტარების, 95% ზე, თუ ავიყვანეთ მხოლოდ ამით დეკმებრამდე 250-მდე ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. ვიყოთ სოლიდარულები და ვატაროთ პირბადე,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე აცხადებს, რომ საქართველოში რეანიმაციული განყოფილებები გადავსებულია და აცრილთა რაოდენობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს მოსახლეობის გადარჩენისთვის.

32 071 ადამიანიდან, რომელიც გასული 24 საათის განმავლობაში გატესტეს, 1 997 ინფიცირებულია.

დღის ამბები