16 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" მმართველ პარტიას მათი სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს

"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" მმართველ პარტიას ძალადობაში ადანაშაულებს. პარტიაში აცხადებენ, რომ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა საკანდელიძის მიმართ "ქართული ოცნების" ოფისში მორალური ძალადობა განხორციელდა. ეს კი მისი კანდიდატურის მოხსნას ემსახურებოდა.

"სტრატეგია აღმაშენებელი” ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

"გუშინ 8 საათის მანძილზე უკანონოდ იყო დაკავებული ფაქტობრივად ნიკა საკანდელიძე. მთელი ამ ხნის მანძილზე მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ დაეწერა განცხადება და მოეხსნა კანდიდატურა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული, რომელსაც ჩადის "ქართული ოცნება", კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია სამტრედიაში. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ განცხადების გაუქმებას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიკა საკანდელიძის თქმით, მას უდაშინებით დააწერინეს განცხადება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.

"დამაწერინეს განცხადება, განცხადების წერისას ანერვიულებული ვიყავი და ვერ ვწერდი კარგად, მაშინ მითხრეს, რომ ჩემამდე იყო მისული ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც 2 წუთში დაწერა ეს განცხადება, შემდეგ გავიგე, რომ პიროვნება, რომელმაც იგივე განცხადება დაწერა მაჟორიტარობის კანდიდატურიდან მოხსნის თაობაზე, პარტია "ლელოს" ნაბაკევის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო," - განაცხადა ნიკა საკანდელიძემ.

დღის ამბები