20 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ერთხელ და სამუდამოდ ოთარ ფარცხალაძის მიმართ უნდა დამთავრდეს არასწორი და მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელება - ადვოკატი

ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიასთან ყოფილი მთავარი პროკურორის დაკავშირებას ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აბსურდს უწოდებს. როგორც დღეს გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, მედიაში გავრცელდა სიცრუე, თითქოს ფარცხალაძეს კავშირები აქვს ძმებ კაკულიებთან, რომლებსაც 22 წლის ბიჭის შურისძიების მიზნით მკვლელობას უკავშირებენ.

ადვოკატის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის მიმართ უნდა დასრულდეს დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ბრალდებების გაჟღერება. ის რეაგირებისთვის სახალხო დამცველს, სასამართლოს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს.

"უკვე დროა, რომ წმინდა სამართლებრივი ბრძოლა, სამართლებრივი ხაზი გაყვეს ამ დაუსაბუთებელ ბრალდებებს და აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს შესაბამისი სამართლებრივი ბრძოლისათვის, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ ოთარ ფარცხალაძის მიმართ უნდა დამთავრდეს არასწორი და მიკერძოებული ინფორმაციების გავრცელება," - განაცხადა უფლებადამცველმა.

დღის ამბები