სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრად გაუარესებისა და მოსალოდნელი სტიქიების შესახებ გვაფრთხილებენ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსები 24 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან კლებას ელოდებიან, მაღალმთიან ზონაში ზოგან კი შესაძლოა მოთოვოს.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.