ქობულეთში, "ქართული ოცნების" საარჩევნო ოფისთან ხმაური იყო. მორიგი საპროტესტო აქცია კერძო სასტუმროების და კაფე-ბარების მეპატრონეებმა გამართეს. ადგილობრივები სეზონით დაზარალებულად თვლიან თავს და ცენტრალურ ხელისუფლებას შუამდგომლობას და პროცესში ჩართვას სთხოვენ.
მმართველი პარტიის ოფისთან შეკრებილებთან სასაუბროდ და პრობლემების მოსასმენად მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ მიქელაძე მივიდა. მიქელაძემ აქციის მონაწილეებს ბანკებთან შუამდგომლობის პირობა მისცა.
აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება მათ არ დაეხმარება, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.