24 აპრილი 2024,   20:55
ვრცლად
"როიალი" დალუქულია - ტურისტების ძარცვაში ჩართული ღამის კლუბის თანამშრომლები კრიმინალური პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდნენ

თაღლითური სქემით ტურისტების ძარცვაში ჩართული ღამის კლუბ "როიალის" თანამშრომლები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გვიან ღამემდე იკითხებოდნენ.

საგამოძიებო უწყება მათ კომენტარის გარეშე დატოვეს.

გამოძიების ვერსიით, კაფე"სკარპასის" მსგავსად "როიალშიც" თაღლითობის მთავარი სამიზნე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ღამის კლუბი სამართალდამცავებმა გუშინ დალუქეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თაღლითობის ბრალდებით, სხვა პირების დაკავებასაც არ გამორიცხავს.

დღის ამბები