მომავალი წლიდან პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს. მან ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან.
ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი პროგრამის ხელმძღვანელებს უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემის სამტომეული საჩუქრად გადასცა.