16 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
ხელისუფლება ამ საქმეს ჩვენი პოლიტიკური შევიწროებისთვის იყენებს - მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე

საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაიხსნება, კერძოდ, დღევანდელ პროცესზე ავთანდილ წერეთლის შვილი ვატო წერეთელი დაიკითხება.

მამუკა ხაზარაძე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

"ძალიან მაღალი დონის NGO-ებმა დადეს დასკვნა და რაც ყველაზე მთავარია Freedom house-მა და შემდეგ რამდენჯერმე სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და ხელისუფლება ამ საქმეს იყენებს ჩვენი დევნისთვის და პოლიტიკური შევიწროებისთვის," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, მის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

დღის ამბები